\”შეგვიძლია კიდევ ერთად დგომა?! არ დავიზაროთ მეგობრებო და დავეხმაროთ\”.

0
853
loading...
"შეგვიძლია კიდევ ერთად დგომა?! არ დავიზაროთ მეგობრებო და დავეხმაროთ".

\”ფეისბიქზე\” ვრცელდება \”პოსტი\”, სადაც წერია ომის მონაწილეზე, რომელიც უდიდეს გასაჭირშია. უცვლელად გთავაზობთ ამ სტატიას.

შეგვიძლია კიდევ ერთად დგომა?! არ დავიზაროთ მეგობრებო და დავეხმაროთ…
ამ ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია გამოსახული, ეს ირაკლი შანიძეა – დიდი საზოგადო მოღვაწის, ფილოლოგის, აკადემიკოსი აკაკი შანიძის შვილიშვილი!
2008 წლის აგვისტოს ომმა მისი ბედნიერი ცხოვრება შეიცვალა! ირაკლი მოხალისედ სამშობლოს მთლიანობის დასაცავად, ოჯახისგან მალულად ომში წავიდა, მაგრამ გამოუცდელმა მეომარმა საბედისწერო ჭრილობა მიიღო თავის არეში.
რამდენიმე დღეში დაჭრილი შვილი საკაცით მიუყვანეს დედას. არავის სჯეროდა, რომ ირაკლი გადარჩებოდა. შვილთან ერთად მხოლოდ მისი დედა – ქალბატონი ვიოლა დარჩა. მან ყველაფერი გაყიდა, რაც მის ოჯახს ებადა შვილის სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინა.
და მართლაც, ღვთის წყალობით და ექიმების ძალისხმევით ირაკლი გადარჩა, ცნობიერება დაუბრუნდა, მან თავიდან შეძლო სიარული, ისწავლა ლაპარაკი… მაგრამ როგორც კი სამკურნალო თანხა ამოიწურა, ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ახლა ის სრულიად პარალიზებულია, ვერ ამოძრავებს კიდურებს, აქვს ნაწოლები და ნებისმიერი შეხება უდიდეს ტკივილს აყენებს. ირაკლის თავის წამოწევაც კი არ შეუძლია. ვეღარც ლაპარაკობს და მხოლოდ ცრემლებით ახვედრებს დედას, რომ ძალიან ცუდადაა…
ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო მიზერული შემწეობაა, რომელიც წამლის საყიდლადაც კი არ არის საკმარისი.
თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ირაკლი შანიძე)

ირაკლი მილაძე

Facebook Comments