სხვა საქართველო სად არის?

0
757
loading...

სხვა საქართველო სად არის?

ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ესმის ეს სიტყვები. ზოგისთვის სიმღერის ერთ-ერთი ფრაზაა, ზოგისთვის კი სახუმარო საგანი. ჩემს შემთხვევაში, ეს ერთიანად ასახავს წარსულს, აწმყოს და მომავალს.

1918-1921 წლებში, საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა – სოჭი, ტაო-კლარჯეთი, ლორე, დავლეთი და ჰერეთი. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია და საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. მანამდე, 1920 წელს მოხდა რუსეთისგან სოჭის მიერთება. 1921 წელს, როდესაც საქართველო ანექსირებული იყო რუსეთის იმპერიისგან, ზუსტად მაგ დროს მოხდა ყარსში, თურქეთსა და რუსეთს შორის ზავის დადება. ყარსის ხელშეკრულების თანახმად მტკიცდებოდა შემდეგი: თურქეთი რუსეთს გადასცემდა ტაო-კლარჯეთს, თურქეთი კი რუსეთს ყირმის ნახევარკუნძულს დაუთმობდა. ამ შეთანხმების დროს საქართველო არ მონაწილეობდა. ამავე წელს რუსეთმა დავლეთის მიერთება მოახდინა. რეპრესიები და ქართველების ბოლომდე დასუსტების პოლიტიკა სულ უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედიოდა. ზუსტად ათი წელი იყო გასაული საქართველოს ოკუპაციიდან, როდესაც 1931 წელს სსრკ-ს იმპერიალისტურმა მართველებმა საქართველოს კიდევ ორი ისტორიული მხარე – ლორე და ჰერეთი ჩვენს მეზობლებს, სომხეთს და აზერბაიჯანს გადასცეს.

გადიოდა დრო, მაგრამ იმპერიალისტური ძალები კვლავ ძალადობდნენ პატარა ქვეყნებზე და მათ პატრიოტ საზოგადოებაზე. ყველაზე დიდი სადამსჯელო ექსპედიცია 1937 წელს მოეწყო. უამრავი დახვრეტა და გადასახლება უკავშირდება ამ წელს. დრო გადიოდა, მაგრამ საქართველო და ქართველი ხალხი არ ეგუებოდა დამყრობლის ქმედებებს. 1970-იან წლებში ჩნდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ მოძრაობის სულის ჩამდგმელები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყვნენ. უამრავი გადასახლება და ციმბირი გადაიტანეს ქართველმა დისიდენტებმა, მაგრამ სამშობლოს სამსახურში ყოფნაზე მაინც ვერ ააღებინეს ხელი.

1991 წლის 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. ეროვნული იდეოლოგიის მატარებელმა ხალხმა მოახდინა საქართველოს დამოუკიდებლობა და რუსეთისგან გამოყოფა. ამის შემდეგ აპირებდა ზვიად გამსახურია იმას, რომ 1921 წლის ხელშეკრულება, რომელის იურიდიულობაც არ არსებობდა, რადგან საქართველო არ იყო მესამე მხარედ ჩართული და მისი ნების წინააღმდეგ მოხდა ამ მიწების გაჩუქება, გამოეცხადებინა არაკანონიერად და დაეწყო სამართლებრივი ბრძოლა ამ მიწების დაბრუნებისათვის. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოს, 1918-1921 წლების საზღვრები ერთალიგამ აღიარა. რა თქმა უნდა, ეს რუსეთისთვის ცნობილი იყო და მათ გადაწყვიტეს ზვიად გამსახურდიას მოშორება. ზუსტად რამდენიმე თვეში მოხდა რუსეთიდან ედუარდ შევარდნაძის გამოგზავნა, რომ ეროვნული მთავრობა დაემხოთ. ასეც მოხდა, მოახდინეს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, შემდეგ გამსახურდია გააქციეს სომხეთში, სომხეთიდან კი ჩეჩნეთში, ჯოხარ დუდაევთან. რამდენიმე ხნის შემდეგ მოხდა მოტყუებით გამსახურდიას ჩამოყვანა საქართველოში და 31 დეკემბერს სოფელ ხიბულაში მოკლეს.

მრავალი წელი გავიდა ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიული მომენტებიდან, მაგრამ კვლავაც აქტუალურია კითხვა – სხვა საქართველო სად არის?! სხვა საქართველოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენი საქართველო – სოჭშია, დავლეთში, ტაო-კლარჯეთში, ლორეში, ჰერეთში და ფერეიდანში! არცერთი წამი არ მიფიქრია ის, რომ საქართველოს ოკუპირებული მიწები მხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლოა. ისტორიისთვის 100 წელი არაფერია, მაგრამ კომუნისტურმა და ნეოლიბერალურმა სამყარომ უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩვენზე, რომ აღარავის ახსოვს დღეს ეს მიწები. მოგეხსენებათ, რომ ბათუმი 400 წელი იყო თურქეთისგან ოკუპირებული. ჩვენს წინაპრებს არავის დავიწყებია ეს ყოველივე და მომავალ თაობას გადასცემდა, რომ დაბრუნებას საჭიროებდა ეს ყოველივე. 100 წელი გავიდა, მაგრამ ვის ახსოვს, ვის სურს ამ ტერიტორიების დაბრუნება?! მგონი არავის, რადგან ფსევდოპატრიოტების მიერ დაძახებული რუსეთი ოკუპანტია, ეს გრანტების შოვნის ერთ-ერთი უნიკალური შანსია და სხვა პრობლემასაც ვერ ხედავენ ურაპატრიოტები. როგორ გგონიათ, როდესაც 100 წელი გავა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციიდან, უნდა მოვახდინოთ გაჩუმება და დავიწყება? ჩვენი მოვალეობაა, რომ ჩვენს მომავალ თაობას ვასწავლოთ, თუ როგორ წაგვართვეს თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს სხეულის გარკვეული ნაწილები. მოვა იმის დროც, როდესაც გადაფასება მოხდება ყველაფრის და საქართველო კვლავაც გამთლიანდება თავის ისტორიულ საზღვრებში.

რაც შეეხება სათაურს, მე გეტყვით, რომ სხვა საქართველო არ არსებობს! არის ერთი საქართველო, მაგრამ მას მოსტაცეს შვილები, რომლის დასაბრუნებლადაც ყველა ქართველმა უნდა ვიბრძოლოთ!

ირაკლი მილაძე

Facebook Comments