„ელისო კილაძე ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ასრულებს!“

0
2181
loading...

„როგორც იცით ელისო კილაძე გაზეთ „ქრონიკის“ რედატორია. ასევე ის ცნობილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურ მხარდამჭერად.

რეალობას შევხედოთ და შემდეგ გავაანალიზოთ, რა სარგებელი მოაქვს ელისო კილაძეს „ნაციონალებისთბის“ და შემდეგ „ოცნენისთვის“? ყველა აქცია, რომელიც გაიმართება მართველი პარტიის წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, როგორც კი გამოჩნდება „ქართული ოცნების“ რისხვად წოდებული ელისო, მაშინვე სერიოზულ რეგრესს განიცდის აქციაც და აქციის მონაწილეების რეპუტაციაც ნულს ქვემოთ ეშვება.

არ დაინტერესებულხართ? რა ხდება და რისთვის ეწყობა ეს მასკარადები. რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა ის, რომ ელისო კილაძე არის ოცნებიდან მართული და ზუსტად ეს პიროვნება და თავისი გარემოცვაა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტი.

ყველამ კარგად იცის, თუ როგორი ნეოლიბერალური ხელისუფლება გვყავს, მათი ქმედებების შედეგებიც ცნობილია ჩვენთვის და ვხვდებით კიდეც, რომ მათი ადგილი ხელისუფლებაში კი არა, პოლიტიკურ სანაგვეში და ციხეებშია.

მაგრამ ერთი რაღაც არის: როდესაც ნაგავი გაგვაქვს გარეთ და მას ურნაში ვათავსებთ, არასდროს ვაბრუნებთ უკან სახლში. ასე არის „ნაციონალური მოძრაობაც“, რომელიც ტვალეტის ნახმარი ქაღალდივით მოისრალა ქართველმა ერმა, ამის დაბრუნებას კი აღარავინ დაუშვებს. ცუდს უფრო ცუდით სულელი თუ ჩაანაცვლებს.

ნუ ჩავარდებით განსაცდელში და ნუ მისცემთ ნიჰილიზმს ნებას, რომ თავს მოგეხვიოთ. დუღილის მომენტია. ჯერ უნდა აირიოს, დაირიოს ყბელაფერი და შემდეგ დაწმინდავებულზე გამოჩნდება, თუ ვინ არის ღირსეული.

უდავოა, რომ „ოცნება“ უნდა წავიდეს, მაგრამ არა ნაცების ჩანაცვლებით. ამას ეროვნული იდეოლოგიის უპარტიო ხალხი გააკეთებს!“

ირაკლი მილაძე

Facebook Comments