„26 მაისს სანატრელად გავუხდით ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს“

0
10530
loading...

ვანო მერაბიშვილი: 26 მაისს სანატრელად გავუხდით ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს დაუჭერს !

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ შორს არ არის ის დრო, როდესაც ის და მისი თანაგუნდელები აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდებიან და საკადრისს პასუხს აგებინებენ ყველას, ვინც მოღალატეობრივ საქმიანობაშია ჩართული. “მე პირობას ვაძლევ ყველას, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომ სისხლით ვაგებინებთ პასუხს იმ ადამიანებს, ვინც რუსეთთან მოღალატეობრივ საქმიანობაში არიან ჩართულნი. მონაგონი იქნება 26 მაისი, მონაგონი იქნება ნულოვანი ტოლერანტობა ! მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს – სანატრელად გაგიხდით 26 მაისს! არ გაპატიებთ ქვეყნის ღალატს”. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომენტარი ექს-პრემიერმა მერაბიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში გააკეთა.

Facebook Comments