ნუ მოტყუვდებით, „გირჩი“ „ქართული“ ოცნების პროექტია!

0
3146
loading...

ნუ მოტყუვდებით, „გირჩი“ „ქართული ოცნების“ პროექტია.

„ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ ქართული პოლიტიკური სპექტრი რადიკალურად შეიცვალა. მოხდა უდიდესი პილიტიკური კატაკლიზმები შიდა სამზარეულოებში, მაგრამ ეს გარედან ჩანს ასე, რომ ვითომ ზოგიერთი პარტია მართლაც ოპოზიციაშია. „გირჩის“ პოლიტიკრ პარტიად ჩამოყალიბების დღიდან ვერ ნახავთ ოპოზიციისთვის დამახასიათებელ ვერცერთ მოქმედებას მათი მხრიდან. რეალური ოპოზიციური პარტია ქვეყანაში არ არსებობს! მცირე პოლიტიკური ცოდნაც კმარა იმისთვის, რომ იმ წამსვე მივხვდეთ, თუ რა თამაშს თამაშობენ მართველი პარტია და „გირჩი“. ყველა პროექტი და ყველა ანტისახელმწიფოებრივი ქმედების წინა პლანზე წამოწევა მოახდინა „გირჩმა“. გადის შემდეგ რამდნიმე თვე და შეგუებულ საზოგადოებას უკვე კანონპროექტად წარუდგენს-ხოლმე „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხს.

პრაქტიკულად ყველა და ყველაფერი იყიდა ბიძინა ივანიშვილმა. თქვენ წარმოიდგინეთ და ევკალიპტის ყიდვა და ამოთხრა უფრო ძნელია, ვიდრე ზურაბ ჯაფარიძისნაირი უიდეოლოგო ხალხის შესყიდვა-დამორჩილება. შეხედეთ „გირჩის“ მოქმედებას და შემდეგ „ქართული ოცნების“ არც თუ ისე დაგვიანებულ პოლიტიკურ პასუხებს. ნათლად ჩანს, თუ როგორ დაიწყებს გირჩი ისეთი საკითხების წინ წამოწევას, რომელიც ყველა ქართველისთვის დამღუპველი და მენტალურად მიუღებელია, შემდეგ კი „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს აღასრულებს.

ქვეყანაში სპეციალურად ხდება ამ თემების წამოწევა, რომ მოხდეს მთავარი პრობლემების – განათლების, ტერიტორიული მთლიანობის და სოციალური უთანასწორობის გადაფარვა. ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი მართლაც აბრკოლებს იმ პროტესტის რეალობაში გამოხატვას, რაც ევროპის და სამხრეთ ამერიკის ნებისმიერ ქვეყანაში დღის ნორმაა.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ ყველას და ყველაფერს აკონტროლებს. „გირჩის“ გარდა სხვა დანარჩენ პარტიებს და ინსტიტუტებსაც დირექტორობენ. არ გეგონოთ, რომ თქვენ თავისუფლები ხართ, ეს ზღაპარია, ყველაფერს სუსი აკონტროლებს.

ირაკლი მილაძე

Facebook Comments