„გთხოვთ გაავრცელოთ, იქნებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი ხმა ამ არხს“

0
3226
loading...

პანსიონატში მცხოვრები ერთ-ერთი გოგონა რუსათავი 2-ის სიუჟეტს და ლომჯარიას ეხმაურება:

„გთხოვთ გაავრცელოთ, იქნებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი ხმა ამ არხს.
მივესალმები rustavi 2-ს. გუშინ გავრცელდა ესეთი სიუჟეტი სადაც აღნიშნავს ნინო ლომჯარია, რომ ბავშვთა სახლში ხდება ისეთი ფაქტები როგორიც არის დასჯა და რტყმევა ბავშვებისადმი, ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი რაც იქ ხდება სახიფათოა,
მინდა მოგახსენოთ ჩემი ისტორია. მე ეკლესიურად გავიზარდე და ყოველთვის ეკლესიის სახე ვიქნები, არა ნარკომანი და გარყვნილი ქალი რომელიც საქართველოს არ შეეფერება, მე ყოველთვის ვიდგები ეკლესიის მხარეს და თქვენი წესები ვერაფერს დამაკლებს😢😢👇👇
________________________________________
მე დავიბადე 2000წლის 21აპრილს, დედაჩემი ავამტყოფობდა გაჭირვებული იყო ამიტომ როგორც დავიბადე მეეცხრე დღეს ჩამაბარა ბავშვთა სახლში, საკუთარმა მამამ არ მიმიღო არ ჩამიხუტა მეუფე სპირიდონმა კი მთელი 18წელი მზარდა, დედაჩემი 12 წელი გავიდა რაც გარდაიცვალა, მამას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ესე ვერ ვიტყვი მამაჩემი მეუფეა, მე არ მაკლდა სითბო, სიყვარული, ჩაცმა, ლუკმაპური საწოლი და სხვა. მე არ მახსოვს ისეთი შემთხვევა, რომ ჩემთვის ვინმეს ხელი დაერტყას ან სხვისთვის, მახსოვს პატარებს, რომ ლამაზად გვეცვა, მეუფეს ბათინკებში ალუმინის სინები ჰქონდა გაყრილი და დახეული ჩექმები ეცვა, მახსოვს სამი დღე გატყავებულ შენობაში როგორ ვცხოვრობდით, როგორ გვეძინა იმ ოთახებში სადაც ჩამოღებული იყო ფანჯრები, ეს ყველაფერი რასაც ვიდეოში ხედავთ ყველაფერი შემოწირულობით არის გაკეთებული, დღეში 6სჯერ ვჭამთ, ცხელი წყალი აბანოში ყოველთვის როცა ბავშვებს ყოველდღე შეგვიძლია მოწესრიგება, მე 18წლის გოგო ვარ რომელიც იქ გავიზარდე და დღემდე იქ ვარ, ბევრი ამბობს გაყიდონ ეპისკოპოსებმა მერსედესები და ესეთი ძვირიანი მანქანები გაჭირვებულებს დაეხმარონო, rustavi 2-ის წამყვანებო თქვენ,რომ ესე გაცვიათ კოშკები,რომ გაქვთ ნაყიდი და აღარ იცით ფული სად წაიღოთ სხვაზე, რომ საუბრობთ თავად გაყიდეთ სახლი, მანქანა და ეგ ჩასაცმელი რაც გაცვიათ და გაჭირვებულებს დაეხმარეთ, ეკლესია ვალდებული არ არის ფულით ვინმეს დაეხმაროს, ეკლესიამ ადამიანის სული უნდა გადაარჩინოს და ასეც აკეთებს, თქვენ შემოტევა გაქვთ ეკლესიისადმი, თქვენ ვერც პანსიონატს და ვერც მეუფეს ვერაფერს დააკლებთ რადგან დედაჩემის სული ლოცულობს მისთვის, რომ ორივე დები და 200ბავშვი ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენა.“

Facebook Comments