აკრძალული საქმიანობა ქუჩებში და გაჩუმებული მერია

0
993
loading...

ალბათ ხშირად გსმენიათ საზოგადოებაში ასეთი საუბრები: მოდის არჩევნები და გაახსენდათ დანგრეული გზები, ახლა არავინ დაუშლის გარევაჭრობას და ა.შ.

ასეა მართლა. სირცხვილია, როდესაც საზოგადოება არჩევნების დროს გახსოვს მოლოდ. სხვა პერიოდში რა დააშავა? დასდევ და დევნი ყველგან, რადგან უსამსახუროდ დატოვილი თავად ფიქრობს თავის გადარჩენაზე.

ფოტებზე თქვენ ხედავთ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიას. აი ასეთი გარევაჭრობა აქვთ „ციგანკებს“ გამართული. ნუ იფიქრებთ, რომ მე ვეწინააღმდეგები მათ შრომას, მითუმეტეს როდესაც იფად აწვდიან ხალხს პროდუქციას და გაჭირვებულიც ყიდულობს ახალ ნივთს. (ხარისხი სხვა თემაა)

კანონმდებლობით ვიცით, რომ გარევაჭრობა იკრძალება. აბა ვინ იძლევა ნებას იმისას, რომ ქუჩაში მოხდეს უკანონო ვაჭრობა? ყველა შემთხვევაში მერიაა დამნაშავე. გამოდის, რომ აკრძალული საქმიანობა მიმდინარეობს ქუჩაში, მაგრამ ზედამხედველობას სძინავს!

აქ სხვა რამეშია საქმე. არ სურს მთავრობას, რომ წინასაარჩევნოდ ხალხი გააღიზიანოს, თორემ არჩევნების შემდეგ ნახავთ რეიდებს. სირცხვილია, რადგან აი ასე იყენებს საზოგადოებას მთავრობა და ასე აყრის თვალში ნაცარს.

ირაკლი მილაძე

Facebook Comments