სკანდალური წერილი ახალგორიდან – რა ხდებოდა მიშას დროს ქანის ხეობაში

0
2284
loading...

ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე შემოვიდა შეტყობინება, რომლის ავტორიც ვინაობის გახმაურებისგან თავს იკავებს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ეს ადამიანი ახალგორის მკვიდრია და არ სურს სახელის და გვარის გამხელა.

„ყოველთვის ვერიდები პოლიტიკური შინაარსის მქონე ტექსტების წერს, მითუმეტეს ახლოს არის ეს სფერო ჩემთან, როგორც უმაღლესი განათლების მხრივ, ისე ჩემი ყოფილი სამსახურიდან. 2006-2008 წლებში ახალგორის გამგეობაში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი, რა დროსაც ჩემი ცხოვრების უდიდეს ლაქად მივიჩნევ. ასე რომ ვთქვათ მათი „ხელის გოგო“ ვიყავი, რომელიც მონასავით ვასრულებდი მათ შავბნელ დაკვეთებს. მახსოვს, თუ როგორი შეხვედრა მოგვიწყო შიდა ქართლის გუბერნატორმა. ის დაჟინებით მოითხოვდა იმ ხალხის სიების გადაცემას, რომლებიც ოპოზიციურად იყვნენ ნაციონალების მიმართ განწყობილნი და ვინც უფრო მეტს ჩავუშვებდით, მას გადაეცემოდა ყველაზე დიდი პრემიაც. რამდენიმე დღეში ბაზალეთზეც წაგვიყვანეს, რაღაც წვეულება გამართეს და სხვათაშორის გორის პარტიული აქტივიც იქ იყო. გუბერნატორთან შეხვედრაზე მახსოვს, თუ როგორ სცემეს სოფელ ახმაჯის ერთ-ერთი მაცხოვრებელი ჩვენს თვალწინ. მას ყველა ერთხმად გაერთიანებული ოპოზიციის ბოზს უწოდებდა. ამის შემდეგ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელიც ვიყავი და ჩემს თვალწინ მოხდა ის, რაც დღემდე არ მავიწყდება: ხმების დათვლის მომენტი იყო, რა დროსაც გაირკვა ნაცების მარცხი და პირველ ადგილზე გაჩეჩილაძე გავიდა, მეორეზე პატარკაციშვილი და მესამეზე სააკაშვილი. კომისიის თავჯდომარემ ახლიდან დათვლა მოითხოვა და ამ დროს შუქი ჩაქრა, რა დროსაც კომისიის თავჯდომარემ ლიფიდან გამოყარა ბიულეტინები და უცბად შეურია დანარჩენებში. საბოლოოდ მოხდა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენს უბანზე „გაიმარჯვა“.

მოგეხსენებათ ახალგორის მაცხოვრებლები ეთნიკურად, ოსები და ქართველები ვართ. დედით ოსი ვარ და მამით მთიული. სისტემატიურად ხდებოდა ოსების დისკრიმინაცია იმ პერიოდში. როდესაც გამგეობაში ოსები მოდიოდნენ და დახმარებას ითხოვდნენ, თანამშრომლენი დამცინავად ეუბნებოდნენ: წადით და კოკოითი რუბლებს ჩაგირიცხავთო. ბევრი გულმოკლული მიდიოდა უკან და ხმასაც ვერავინ იღებდა. მაინც ქართველი პატრიოტები არიან აქაური ოსები და დღესაც ნატრობენ იმ დღეს, როდესაც ჭეშმარიტი ეროვნული ხელისუფლება მოვა, რომ ოსთა და რუსთა მარწუხებს გამოსტაცონ ეს ტანჯული ულამაზესი მხარე.

ნათქვამია, რომ იმედი არასდროს მოკვდება, თუ იდეისთვის იბრძვი, ჩვენი იდეა კი ერთიანი საქართველოა! უდიდესი იმედი გვქონდა ბიძინა ივანიშვილის, მაგრამ მივხვდი, რომ პიროვნებებში კი არ არის პრობლემა, არამედ მათ იდეოლოგიაშია. ეროვნული იდეოლოგია არავის გააჩნია, ვინც ჩვენს უდიდეს ერს ყველაფერზე წინ დააყენებს. მივხვდი, რომ ლიბერალური მიდგომით მოხდა ჩვენი ულამაზესი ქსნის ხეობის დაკარგვა და დღეს უარესად მყარდება ამ მხარის ოკუპაცია.“

Facebook Comments