საშინელი ახალი ამბები ინგუშეთიდან, რასაც მედია არ ამხელს

0
25097
loading...

ინგუშების მხარდასაჭერ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტზე კომენტატი დაწერა ქართველმა მამაკაცმა, რომელსაც ინფორმაცია ინგუშეთიდან მოაწოდეს:

„ინგუშეთში საიმფორმაციო ომია კავკასის მტერი პუტინისგან. რადგან არცერთი ტელევიზია არ აჩვენებს, არც ადგილობრივი და არც რუსული, თუ რა ხდება რეალურად მაგასში. ახშობენ სატელეფონო კავშირს და ვერ უკავშირდებიან ერთმანეთს, რადგან აქცის თემაზე არ ილაპარაკონ. დაძაბული სიტუაციაა მიტინგზეც. ცუდად გამხდარა ადამიანი და სასწრაფოს უთქვამს ვერ მოვალთ, „ზევიდან“ დაგვირეკეს რომ არ მიხვიდეთო. და ეს მიწის თემაც პუტინის ჩაგდებულია. ხელის ბიჭუნა კადიროვი კურირებს კავკასიაში ახალი შუღლის გაღვივებას. თან პოლიციას და სამხედროს გადაუკეტია მაგასი და შემოდიოდნენ დასარბევად. სამხედროებს უთქვამთ, რომ ჩვენ მივხედავთ ჩვენს ხალხსო, თქვენ არ გესაქმებათ აქ არაფერი და საზღვარი ბლოკირებულიაო. ლარსის მხარეზეც აგრესიულად გიწვევენო და დაძაბულობააო.“

ვიცით რა საშინელება ხდება ინგუშეთში და როგორ მიდის ამ შესანიშნავი ერის მიმართ რუსული ექსპერიმენტები. ინგუში ხალხი ქართველების მიმართ უკეთილშობილურად განწყობილი ერთადერთი ერია, რომელსაც ისე უყვარს ქართველი, როგორც საკუთარი ერი. არასდროს უბრძოლიათ ქართველების წინააღმდეგ და მუდამ ჩვენი ერის განსაკუთრებულ როლზე საუბრობენ. ძმობა კი ორმხრივია. ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობა ის არის, რომ ამ ეტაპისთვის სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ამ ტანჯულ და მამაც ერს. ვფიქრობთ ქართველი ახალგაზრდები, რომ ეს ხალხი ჩვენი მხრიდან იმსახურებს გვერდში დგომას და სოლიდარობას. ჩვენ ერთი მტერი გვყავს – რუსეთი!

ჩვენი ვაჟკაცი ბიჭები კი ფიზიკურადაც მზად არიან. იმ შემთხვევაში თუ ომი დაიწყო ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის, ქართველი ნაციონალისტები მზადყოფნას გამოთქვემენ, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ ინგუშების გვერდში, ჩვენი საერთო მტრის – რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინააღმდეგ.

მოგიწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ ინგუშებს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ, მობრაძანდით 9 ოქტომბერს 18 საათზე პარლამენტის შენობასთან. ვინც ფიქრობთ, რომ რუსეთი მთლიანი კავკასიის მტერია, გამოდით და ერათად დგომით დავანახოთ ყველას, თუ როგორი სოლიდარულია ქართველი ერი.

განსაკუთრებით მინდა მივმართო სტუდენტობას და მოსწავლეებს. დღეს ჩვენი გასაკეთებელია ეს საქმე და ნუ იქნებით გულგრილები. მეც სტუდენტი ვარ და ყოველთვის აქტიურად ვერთვები ყველა ღონისძიებაში, სადაც უსამართლობას ვხედავ. ამიტომ ჩამოყალიბდა სტუდენტური მოძრაობა, რომ სამოქლაქო აქტივობა გავაძლიეროთ. მოვუწოდებ სტუდენტურ თვითმართველობებს, გამოდით და მხარდაჭერა დაფიქსირეთ ინგუშების მიმართ.

გააზიარეთ!

სტუდენტური მოძრაობა – „ეროვნული ძალა“

Facebook Comments