გიორგი ჭელიძის საქმეზე გამოძიება დასრულდა

0
915
loading...

„ეროვნული ერთობა“ ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ორგანიზაციის განცახდებაში ნათქვამია, რომ გიორგი ჭელიძის მიმართ არ იკვეთება არანაირი დანაშაულებრივი ფაქტი.

„გიორგი ჭელიძის საქმეზე გამოძიება დასრულებულია …! არის ახალი ფაქტი , რომ შსს მიერ დათვალიერდა კოჯრის ტყე , სწორედ ის ადგილები სადაც ვარჯიშობდნენ სროლაში “საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრები . აღმოჩენილი იქნა გასროლილი ვაზნები , რომელსაც ჩაუტარდა რამდენიმე სახის ექსპერტიზა , პასუხების მიხედვით : ვაზნები არის სანადირო და რა თქმა უნდა კანონიერი და ნამდვილად არის გიორგი ჭელიძის კუთვნილი იარაღიდან განასროლი . ეს კიდევ ერთხელ საეჭვოს ხდის გიორის სახლის ჩხრეკისას აღამოჩენილი ვაზნების წარმომავლობას და ხაზს უსვამს იმას რომ მას უკანონო ვაზნები არ ჰქონია და შესაბამისად არც გამოუყენებია , კავშირი არ აქვს ამ საბრძოლო ვაზნებთან , იგი არის უდანაშაულო . რაც შეეხება მის მობილურს და კომპიუტერს , მასში არანაირი კანონსაწინააღმდეგო ინფორმაცია და მასალა არ არის აღმოჩენილი , იგი არავის მიერ არ იმართება და არ ფინანსდება !! გიორგი იბრძვის თავისი სუფთა ხელებითა და გულით თავისი სამშობლოს გადარჩენისთვის ( ვისაც რომ სამშობლო უყვარს , ცხოვრება მისთვის ომია) ! მივმართავ საზოგადოებას რომ გიორგი ჭელიძე არის სინდისის პატიმარი , იგი იმიტომ ზის ციხეში , რომ ხმა მიგაწვდინოთ და გაგიღვივით ეროვნული რწმენა და ღირებულებები ! 17 ოქტომბერს 13:00 საათზე იქნება სასამრთლო , მანამდე კი 12:00 საათზე გაიმართება მისი მხარდასაჭერი აქცია #თავისუფლებაგიორგიჭელიძეს !!!!!!! ჩვენ ყველას , მის ოჯახის წევრებს , მეგობრებს და მხარდამჭერებს გვჯერა რომ სამართალი გაიმარჯვებს !!!!!

#თავისუფლებაპოლიტპატიმარგიორიჭელიძეს
გაავრცელეთ !“ – წერია „ეროვნული ერთობის“ მთავარ გვერდზე.

Facebook Comments