გიორგი გახარია: კანაფის კულტივაცია-ექსპორტის დაკანონება გარდაუვალია

0
1465
loading...

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, კანაფის კულტივაცია-ექსპორტის შესახებ კანონპროექტის მიღება გარდაუვალია!!!

როგორც მინისტრმა განაცხადა, იმედი აქვს, მწვავე დისკუსის ფონზე შეთანხმება მაინც მოხერხდება.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო მარიხუანის მოხმარების რეგულირება. მიზანს მივაღწიეთ და ეს კანონმდებლობა დაიძრა. არ ვაპირებთ საზოგადოების არცერთ ნაწილთან დაპირისპირებას. ჩვენ ვაპირებთ ახსნა-განმარტების, ჯანსაღი დიალოგის, დისკუსიის, ზოგ შემთხვევაში მწვავე დისკუსიის საშუალებით პოზიციები დავაახლოვოთ. ადრე იქნება თუ გვიან, მაინც მოგვიწევს რეგულირების კომპონენტის შეტანა ამ სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ პოზიციებს დავაახლოებთ და იმ კონდიციამდე მივიყვანთ ამ პოზიციებს, რომ ვიმოძრავებთ ერთად“- განაცხადა გახარიამ.

Facebook Comments