სამი არასრულწლოვანი, რომლებიც დედამ უპატრონოდ დატოვა

0
220
loading...

სტუდენტური მოძრაობა საქველმოქმედო პოსტს აქვეყნებს, სადაც მოძრაობის წევრები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ გორში მცხოვრებ ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარონ.

„დღეს ამ სამი ანგელოზის შესახებ მოგიყვებით. 🙁 🙁
4, 5 და 11 წლის პატარები დედამ მიტაოვა და სხვა ოჯახი შექმნა. მამაც არ ყავთ პატარებს. ბავშვების მოვლა-პატონობა კი ბებიამ ითავა. ქალბატონი მარინა ხანშია შესული და წარმოიდგინეთ რამდენი რამე სჭირდებათ ბავშვებს. ეს მოხუცი ბებია კი შავ სამუშაოზე მუშაობით არჩენს ოჯახს. ჰქონიათ შემთხვევები, როდესაც ბებია და 11 წლის გოგონა მშივრები ყოფილან, რომ პატარა ბიჭუნებს არ მოკლებოდათ ის მცირე საკვებიც კი.

ახლა ვესაუბრეთ ქალბატონ მარინას და ეს ოჯახი გორის რაიონში სოფელ ვარიანში ცხოვრობს. როდესაც შევეკითხეთ ამ გმირ ბებოს, თუ რა სჭირდებათ რომ დავეხმაროთ, მან განაცხადა, რომ რისი საშუალებაც გვექნება. გოგონაც გაგვესაუბრა და რომ ვკითხეთ საახალწლოდ რა გაუხარდებოდა, პატარამ თქვა, რომ დიდი ოცნება აქვს ტელეფონის ქონის და ბებოს შეშა მიუტანონ კეთილმა ადამიანებმა.

ორი კვირა დარჩა ახალ წლამდე და ყველას გთხოვთ გულთან მიიტანოთ ეს მძიმე ამბავი. არაფერი დაგვაკლდება, თუ ამ ბავშვებს ჩვენს ყურადღებას და სითბოს გავუზიარებთ. ერთმანეთის გვერდში დგომით შევძლებთ მათ დახმარებას და უფალი ასმაგად დაგიბრუნებთ უკან.

ვდებთ ანგარიშის ნომერს, სადაც თქვენი ჩარიცხული თითოეული თეთრით მოხდება ამ პატარისთვის ტელეფონის და ასევე იმ საჭირო ნივთების ყიდვა, რაც აუცილებელია ახალი წლისთვის. ;* <3

GE46BG0000000919821300 მიმღები – LALI. T
599555407 მარინა (ბავშვების ბებო)
ვისაც საზღვსრგარეთიდან გენდომებათ დახმარება, შეგიძლიათ პირადში მოგვწეროთ.

გთხოვთ ყველამ გააზიაროთ, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და უფრო მეტად მოხდეს მათი დახმარება.

უფალი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში!“ – წერია სტუდენტური მოძრაობის გვერდზე

Facebook Comments