„კი მაგრამ, პენსია ხომ გაქვთ, აქ რატომ იქექებით?“

0
2745
loading...

კი მაგრამ, პენსია ხომ გაქვთ, აქ რატომ იქექებით? – ვკითხე…
– მეც მინდა კარგად ვიცხოვრო! – მიპასუხა. შემატყო, რომ დავიბენი.
მოდი ახლოს და აგიხსნი – მითხრა და მივედი.

– სპეციალურად მოვდივარ ვერაზე, აქ ყველაზე ყუათიანი ნაგავია. ვაგროვებ და ჩემს, მუდმივად მშიერ, მეგობრებთან მიმაქვს. კარგად ცხოვრება ნიშნავს მუდმივად სიკეთის კეთებას. რახან პენსიონერი ვარ, არ უნდა ვიცხოვრო კარგად? ოთხფეხა მეგობრებზე გელაპარაკები, ჩემი უბნის ძაღლებზე და კატებზე.
– კი მაგრამ, ის ძველი ხის საკიდები რად გინდა, ან ის გატეხილი კალათა?
– ვაგროვებ, თუ რამე ხის შემხვდა. დევნილები მყავს მეზობლები, გაზი არ აქვთ, ღუმლით თბებიან. კაცი არ ყავთ ოჯახში, ძალიან უჭირთ. ცოტაც და მთელი ზამთრის სამყოფი შეშა მოუგროვდებათ.

შურით ვუცქერდი მოხუც კაცს, რომელიც საკმაოდ მძიმე ორ პაკეტს მიათრევდა. პირველად გავიგე, რომ კარგად ცხოვრება სიკეთის კეთებას ნიშნავს თურმე

Facebook Comments