ცნობილი სისულელე, რომ ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსი არ იყო

0
217
loading...

ცნობილი სისულელე, რომ ზვიად გამსახურდია პოლიტიკოსი არ იყო. მივყვეთ მსჯელობას და ანალიზს, რაც თავად გაგვცემს პასუხებს ჩვენს ყბადაღებულ კითხვებზე.

1980-1990-იან წლებში მიმდინარეობდა აქტიური ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. ეს ის პერიოდია, როდესაც სსრკ აწარმოებს უდიდეს რეპრესიებს, განსაკუთრებით კი ქართველი დისიდენტენის მისამართით. იკრძალებოდა განსხვავებული პრესა, არავინ აძლევდა „ეროვნული მოძრაობის“ ხალხს ნებას, რომ ტელევიზიით ესაუბრათ მათ იდეებზე, არ გააჩნდათ ფინანსები, მაგრამ გაგიკვირდებათ ძვიფრფასებო და საზოგადოება უდიდესი ეროვნული შეგნებით დამუხტა ჩვენმა პატივცემულმა სულ განათლებულმა ზვიადმა. ცალსახაა, რომ ეს ყოველივე ზვიად გამსახურდიას მიერ ხდებოდა და თუ პოლიტიკოსი არ იყო, ამას სხვა რა ჰქვია?! როდესაც ასიათასობით მომიტინგით მიტინგებს აწყობდა ყოველ კვირა და ხალხი ზვიადის ყვიროდა, ამ ფენომენს თქვენ დაარქვით სახელი მაშინ… პოლიტიკა ერთ ჩარჩოში მოქცეული ერთი კონკრეტული მცნება არ გახლავთ, ეს არის სხვადასხვა ასპექტებით, ნიუანსებით შეკრებილი განსაკუთრებული უნარები, რომლის მიხედვითაც მასებზე ზემოქმედებას ახდენენ ძლიერი პოლიტიკოსები. შეგიძლიათ ძველ ჩანაწერებს უყუროთ და ნახავთ, როგორი ენერგია მოდის საზოგადოების მხრიდან ზვიადის მისამართით. ეს ადვილი და იოლი ნამდვილად არ არის, ამას ტვინი და მუშაობა სჭირდება, რაც პოლიტიკური გათვლების, ანალიზის და დაფიქრების გარეშე არ მოდის!

მე-20 საუკუნის მიწურულს ზვიდიზე დიდი პოლიტიკოსი არ არსებობდა და დღესაც არ არსებობს ქართულ რეალობაში მასზე ძლიერი. არ დაგვავიწყდეს, რომ „მაძღარი“ სსრკ-ს მოქალაქეებისთვის ეროვნულ ცნობიერებაზე საუბრი, მის თავისუფლებაზე და შემდეგ კომუმიზმის საპირისპიროდ ამ ხალხის განწყობა, მართლაც რომ დიდმა პოლიტიკოსობამ განაპირობა.

ირაკლი მილაძე

Facebook Comments