გერმანელი პოლიციელები მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

0
665
loading...

გერმანელი პოლიციელები მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ

გერმანიის კრიმინალური პოლიციის ასოციაციის ხელმძღვანელმა ანდრე შულცმა განაცხადა, რომ გერმანელი სამართალდამცველები ქვეყანაში აბსოლუტური დეკრიმინალიზაციის მომხრენი არიან. ინფორმაციას გამოცემა The Independent-ი ავრცელებს.

\”კანაფის აკრძალვა ისტორიული თვალსაზრისით, თვითნებურია – ეს არაგონივრული გადაწყვეტილებაა\”, – განაცხადა შულცმა.

მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არ არსებობდა არცერთი საზოგადოება, რომელიც მარიხუანას არ იყენებდა, ხოლო მისი აკრძალვა დანაშაულის რაოდენობას ზრდის.

ამასთან, პოლიციელები აცხადებენ, რომ ნარკოტიკის გამოყენება უნდა აეკრძალოთ მხოლოდ მძღოლებს. ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს დიდ ბრიტანეთში.

2017 წლის იანვარში, ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მიზნებით მარიხუანის გამოყენებას მხარს უჭერდა.

Facebook Comments