რამდენად გაყიდის მადრიდის \”რეალი\” – გარეთ ბეილს მანჩესტერში

0
664
loading...

რამდენად გაყიდის მადრიდის "რეალი" - გარეთ ბეილს მანჩესტერში

თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მადრიდის \”რეალს\” გარეთ ბეილი დატოვებს. მადრიდის \”რეალში\” მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით უკმაყოფილონი არიან, რადგან ბრიტანელი შემტევი მუდმივად ტრავმირებულია.

როგორც Diario Gol-ი წერს, \”სამეფო გუნდი\” გარეთ ბეილს მინიმუმ 90 მილიონ ევროდ გაყიდის. გარდა ამისა, ფლორენტინო პერესი მზად არის, რომ უელსის ნაკრების ლიდერი ჰარი კეინის გადმოსაბირებლად გამოიყენოს.

28 წლის ფორვარდით \”მანჩესტერ იუნაიტედი\” არის დაინტერესებული. ინგლისში წერენ, რომ ჟოზე მოურინიო 60 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

Facebook Comments