დაუთმობს თუ არა საქართველო აზერბაიჯანს – დავითგარეჯს?

0
2529
loading...
დაუთმობს თუ არა საქართველო აზერბაიჯანს - დავითგარეჯს?

აზერბაიჯანულმა გამოცემამ «Эхо» გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: \”სახელმწიფო საზღვარი: აზერბაიჯანი რუსეთს უკვე მოელაპარაკა, საქართველოს კი…\” სტატიაში დავითგარეჯზეა ლაპარაკი და მისი ავტორია ჯამილია ალეკპეროვა. გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

\”აზერბაიჯანი და რუსეთი მიმდინარე წლის თებერვალში, ბაქოში, მორიგ შეხვედრას გამართავენ სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხში. რაც შეეხება შეხვედრას აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიზნით, მორიგი მოლაპარაკება 2018 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. განსხვავება იმაშია, რომ რუსეთთან უკვე დემარკაცია ხდება, საქართველოსთან კი ჯერ დელიმიტაციის პროცესი არ დასრულებულა და კიდევ უამრავი სადაო მომენტია გადასაწყვეტი…

\”აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობის ამ ეტაპზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საკითხი საკვანძოდ და საჭირბოროტოდ არ ითვლება. საქმე იმაშია, რომ ჩვენს სახელმწიფოებს შორის საკითხები იოლად გვარდება. ბაქო-თბილისის ურთიერთობის ფორმატი სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, ორივე ქვეყანა ჩაბმულია ერთობლივ პროექტებში და დარწმუნებული ვარ, რომ ამას საქართველოში კარგად ხედავენ და აცნობიერებენ\”, – ამბობს გაზეთ »Эхо»-ს კორესპონდენტთან საუბარში ბაქოს უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ფიკრეტ სადიხოვი, თუმცა იქვე შენიშნავს: ამ პრობლემის გადაწყვეტის დიდი ხნით გადადება არ შეიძლება.

\”ქართულმა მხარემ ამ სიტუაციაში, თუ მას აზერბაიჯანთან მჭიდრო
ურთიერთობების გაგრძელება სურს (ქართველი ხალხის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით), საზღვრის დელიმიტაციის საკითხს უფრო ფართოდ უნდა შეხედოს\”, – აღნიშნავს ფიკრეტ სადიხოვი, – \”ვთვლი, რომ დელიმიტაციის დროს რომელიმე უბანზე ჩაციკვლა არ შეიძლება, საქართველო აზერბაიჯანთან კომპრომისზე უნდა წავიდეს, თბილისს შეუძლია რაღაც დათმოს. ჩვენს ქვეყნებს ხომ ერთმანეთთან ნაყოფიერი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ… შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე საკითხის მოუგვარებლობამ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. განა უკეთესი არაა ერთად გავუმკლავდეთ იმ საერთო საფრთხეებსა და მუქარებს, იმ რისკებს, რომლებიც რეგიონის წინაშე დგანან? სწორედ ამიტომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუგოთ, ერთად უნდა გადავლახოთ სირთულეები და მოვაგვაროთ პრობლემები\”, – ამბობს პოლიტოლოგი.

\”ოთხსაუკუნოვანი ჭურჭელი ისე იყო შენახული, თითქოს ოთხი წელიც არ გასულა\”

აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის სიგრძე ან 446 კილომეტრია (ქართული მხარის მონაცემებით), ან 480 კილომეტრი (აზერბაიჯანული მხარის მიხედვით). ამ 446 თუ 480 კილომეტრიდან 180 კილომეტრი ჯერ კიდევ შეუთანხმებელია.

აღასანიშნავია, რომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხზე ორმხრივი ქართულ-აზერბაიჯანული კომისია 1996 წლიდან მუშაობს.
დღევანდელი მდგომარეობით, დელიმიტირებული და დემარკირებულია საერთო საზღვრის დაახლოებით 66%. კომისიის მუშაობის დროს, დაწყებული 2007 წლიდან, გაჩნდა გადაულახავი დაბრკოლება, რომელიც თბილისიდან 60 კილომტრზე მდებარე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსს უკავშირდება. აზერბაიჯანი თვლის, რომ მონასტერი ალბანური კულტურის ძეგლს წარმოადგენს და მას \”ქეშიშჩი-დაღს\” უწოდებს.

2012 წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი დაიკავეს, რომელიც, საქართველოს იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ნინო კალანდაძის თქმით, სადაო ტერიტორიას არ მიეკუთვნება და რომელსაც საბჭოთა კავშირის პერიოდში აზერბაიჯანის სსრ აკონტროლებდა.

2012 წლის 6 მაისს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავითგარეჯის კომპლექსის იმ ნაწილში, რომელსაც ისინი აკონტროლებენ, ქართველი მლოცველების, პოლიტიკოსებისა და სამღვდელოების დაშვება აკრძალეს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აზერბაიჯანს დავითგარეჯის კომპლექსის მხოლოდ 2% ეკუთვნის, ანუ უდაბნოს მონასტერი.

Facebook Comments