loading...

"დემნა გვასალია მსოფლიოს ყველაზე "ცხელი" დიზაინერია"

ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ Guardian-მა დემნა გვასალია მსოფლიოს ყველაზე \”ცხელ\” დიზაინერად დაასახელა.

,,რომ მიხვდე რა ქმნის დემნა გვასალიას ყველაზე აქტუალურ დიზაინერად პარიზში,პირველ რიგში ყველაფერი უნდა დაივიწყო პარიზის შესახებ“ – ასე იწყება სტატია ვეტმონის დამფუძნებელსა და ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიაზე.

,,არ ვთვლი, რომ ელეგანტურობა რელევანტურია.ჩემი ხედვა პრაგმატულია,მოდის სამყარო არ არის რეალური და ჩემი ესთეტიკა ჰიპპერრეალიზმს ქმნის. არ ვარ დაინტერესებული სიზმარში ცხოვრებით,სიკვდილამდე მოწყენილი ვიქნებოდი ამით“. – აღნიშნა დიზაინერმა ინტერვიუს დროს.

ამჟამად კი დემნას ახალი გატაცება გულწრფელობაა. „ნახეთ, რა ხდება ჰოლივუდში, შეხედეთ, რა ხდება ჩვენს გარშემო. უფრო გამჭირვალეები უნდა ვიყოთ.“- ამბობს დიზაინერი.

Facebook Comments