თბილისში მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა – როგორია მოსწავლის მდგომარეობა?

0
636
loading...

თბილისში მოსწავლეებს შორის ჩხუბი მოხდა - როგორია მოსწავლის მდგომარეობა?

სკოლა „ლამპრის“ მე-10 კლასის ნაცემ მოსწავლეს თავის ტვინის შერყევა აქვს. ამის შესახებ იაშვილის სახელობის საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოთარ რუსაძემ განაცხადა. ექიმის თქმით, 15 წლის ბიჭს სახესა და გულ-მკერდის არეში სისხლჩაქცევები აქვს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 15 წლის ვაჟი. მისი გადმოცემით, ვაჟს სკოლიდან გამოსვლის შემდეგ მისთვის უცნობებთან ჩხუბი მოუვიდა,“- განაცხადა ოთარ რუსაძემ.

როგორც ცნობილია, დაპირისპირება, სავარაუდოდ, ნაძალადევის რაიონში კერძო სკოლა „ლამპრისა“ და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მოხდა. ჩხუბის შესახებ კი მე-12 სკოლის მანდატურისთვის გახდა ცნობილი.

Facebook Comments