ავლაბარში წყლის ჭავლის მანქანები შენიშნეს

0
738
loading...

ავლაბარში წყლის ჭავლის მანქანები შენიშნეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ კლუბ “ბასიანსა” და კლუბ “გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ და ითხოვენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების გადადგომას.

აქციის ტერიტორიაზე ასობით სამართალდამცველია, არსებობს ინფორმაცია სპეცრაზმის მობილიზებასთან დაკავშირებით. თვითმხილველებმა ავლაბარში წყლის ჭავლიანი მანქანებიც შენიშნეს, რომელიც როგორც წესი აქციების დარბევის დროს გამოიყენება. შსს არ ადასტურებს სპეც-მანქანების მობილიზებას, თუმცა თვითმხილველი გიორგი გოდერძიშვილი \”ფეისბუქში\” კადრებს ავრცელებს და ამბობს, რომ ორი მანქანა შენიშნა.

Facebook Comments