„დედაშენი ლოცულობს მამი, მალე რომ გნახოს, მეც მალე გნახავ მამი, არ იდარდო“

0
1104
loading...
„დედაშენი ლოცულობს მამი, მალე რომ გნახოს, მეც მალე გნახავ მამი, არ იდარდო“

როგორი ტკივილი ხარ მამიიი. როგორი დიდი ტკივილიიიი. და უფრო მეტი დიდი ტკივილი აქ დამიტოვე მამი.
საჯაროდ მეუბნებიან შენი მკვლელების დამფარავები, რომ თურმე შედიან ჩემს მდგომარეობაში.
ყოველი დღე ერთი და იგივე ფიქრით იწყება მამი, ვცდილობ ის ტკივილი ვიგრძნო, რა ტკივილიც შენ განიცადე მამი, როდესაც სულს ებრძოდი, როდესაც თვალებით ეხვეწებოდი ექიმებს,რომ გადაერჩინე, როდესაც შენს ძმაკაცს უთხარი – მამი მიშველეო. ვცდილობ ყველა ის ჭრილობა შევიგრძნო მამი, რომლებიც შენ მოგაყენეს. რატო, რატო არ იბრძოლე მამი, რატო დაგვტოვე ასე გაურკვევლად ყველა.
როგორ შედიან ჩვენს მდგომარეობაში, როცა პირიქით წიხლს მაჭერენ და თვალებში ნაცარს მაყრიან მამ.
ვერასდროს ვერავინ მიხვდება მამი, რა ტკივილს განიცდიდი იმ ღვთისგან დაწყევლილ დღეს.

მიყვარხარ მამი, ძალიან მიყვარხარ და მენატრები.
დედაშენი ლოცულობს მამი, მალე რომ გნახოს, მეც მალე გნახავ მამი, არ იდარდო, ძალიან მალე გნახავ.
ჯერ სამართალმა უნდა იზეიმოს მამი და მერე გნახავ.
მაპატიე შენს გვერდით რომ არ ვიყავი მამი.. – ზაზა სარალიძე

Facebook Comments