„დღეს ზაზა სალარიძის უბედურებით ნაცები აგებენ ბედნიერებას“

0
600
loading...
„დღეს ზაზა სალარიძის უბედურებით ნაცები აგებენ ბედნიერებას“

„აქციის მონაწილეებმა გამოაცხადეს, რომ ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ვინ ხდება მთავრობის მეთაური – ნაც-ბოზ-ბანდა თუ ზაზა სალარიძე? თეთრი ხმაურიც გამოჩნდა, მალაშხიაც და კუპრავა ხომ ადგილზეა, რომელმაც ამ აქციისთვის მიშასგან აიღო დირექტივები. ორი აზრი არ არსებობს, რომ სალარიძე მართლაც დაჩაგრულია ამ მომენტში და ხელისუფლებას ეს ჰკიდია. მაგრამ, რამდენად აქვს ნაცებს და სხვა ელემენტებს ამ კაცის გვერდში დგომის მორალური უფლება, ეს სხვა საკითხია. სად იყვნენ მაშინ, როდესაც ვაზაგაშვილი მოკლეს, სად იყვნენ მაშინ, როდესაც რობაქიძე დაცხრილეს, სად იყვნენ მაშინ, როდესაც გირგვლიანი მოკლეს ოქროყანის ტყეში, მისმა დედამ კი – ერინა ენუქიძემ სამართალი ვერ იპოვა და ისე გარდაიცვალა. ახლა გამოდის ნაცი კუპრავა და რევოლუციას გეგმავს ჩვენს ქვეყანაში. ეს ის კუპრავაა, რომელსაც უდიდესი დანაშაულებები აქვს ჩადენილი ნაცების დროს.

სულაც არ ვამტყუნებენ და არც მაქვს იმის უფლება, რომ ზაზა სალარიძეზე ის ვთქვა, რომ მან ნაცები და სხვა ანტი-ეროვნული ძალები დაიყენა გვერდში. არავინ იცის, თუ რამხელა წუხილია მის გულში. ვერსად ნახა კაცმა სამართალი და ნაცებმაც ისარგებლეს ამით. დღეს ზაზა სალარიძის უბედურებით ნაცები აგებენ ბედნიერებას. ეს ყველაფერი ჩვენი ბრალია, რადგან, როდესაც ერის ღირსეული ნაწილი ჩუმადაა და ეს კრისები ფაფხურობენ, აი მაშინ ვიღებთ ამ შედეგს.

დღეს დიდი სურვილი მქონდა, როგორც ერთი რიგითი ქართველი მეც იქ ვმდგარიყავი, ამ დაჩაგრული კაცის გვერდში, მაგრამ ვისი დავალება შევასრულო? სააკაშვილის ზონდერების?

მთავრობა იცვლება უკეთესით და არა ნაცებით!“

Facebook Comments