„ეს ხალხი დგას ბატონი ზაზას გვერდით??? ეს მომღიმარე სახეები?“

0
638
loading...
„ეს ხალხი დგას ბატონი ზაზას გვერდით??? ეს მომღიმარე სახეები?“

„რა სინდისით ამბობთ, სახელმწიფოს მიერ მოკლული გვირგვლიანის თემა და ეს თემა, სადაც ახალგაზრდებმა ერთმანეთი მოკლეს? ხალხო იმ დროს თვითონ ხელისუფლებამ მოკლა ახალგაზრდა ბიჭი და რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ამბის გადაფარვას ცდილობდა, ბოლოს კი ყველაფერი უფრო ტრაგიკულად დასრულდა. ნიკა გვარამია რომ დღეს აქციაზე გამოცხადდა და გიჟივით იგინებოდა ვითომ, გვირგვლიანის მკვლელობის დროს თვითონ არ იყო გენერალური პროკურის მოადგილე??? ვინმე გადადგა მაშინ? ვინმემ რამე ადამიანური მოიმოქმედა? საწყალ ბიჭს დედაც გადაჰყვა და არც ერთ ნაძირალას თავისი სკამი არ დაუთმია. დღევანდელ თემასთან დაკავშირებით არის კითხვები და იმედია მალე გაეცემა ყველაფერს პასუხი და თან დამაკმაყოფილებელი, რადგან ხალხი ისე არ გაჩერდება! გვირგვლიანის მამამ კი იცის ეს და განაცხადა კიდევაც, რომ გვერდით ვერ დაუდგება ზაზა სარალიძეს, რადგან მის გვერდით მისი შვილის მკვლელები დგანან. ეს არის უბედურება და საშინელება, რომ შვილმკვდარი მშობლებს შორის პარტიები ბარიერებს ქმნიან.

ეს ხალხი დგას ბატონი ზაზას გვერდით??? ეს მომღიმარე სახეები?“ – წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი

Facebook Comments