„დადუნაშვილების ოჯახი შვილის ცხედარს იყინებს“

0
771
loading...
„დადუნაშვილების ოჯახი შვილის ცხედარს იყინებს“

ძალიან კარგად ვიცნობ დადუნაშვილების ოჯახს. ისინი მდგომარეობის შესანარჩუნებლად საკუთარი შვილის ცხედრით ვაჭრობენ, – ამის შესახებ \”ნაციონალური მოძრაობის\” წევრი მეგი გოცირიძე ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახზე სოციალურ ქსელში წერს.
\”ამ დრომდე დადუნაშვილებზე ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია, არც ამის შემდეგ ვიტყვი რამეს, მაგრამ და სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცნობ ამ ოჯახს, ძალიან ბევრი ვიცი მათ კავშირებზე და კიდევ ბევრ სხვა რამეზეც. ხმას არ ვიღებ მხოლოდ იმიტომ, რომ შვილმოკლული მშობლები არიან, მაგრამ გული მერევა იმაზე, რომ სარალიძეებსაც შვილმოკლული მშობლები ჰქვიათ და ამ გულისამრევ არსებებსაც, რომლებიც მდგომარეობის შესანარჩუნებლად საკუთარი მოკლული შვილის ცხედრით ვაჭრობენ!\”, – აცხადებს მეგი გოცირიძე.

Facebook Comments