3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

0
681
loading...

center]3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი[/center]

ვერძი
სურვილის შესასრულებლად საჭიროა ფსიქოლოგიური განწყობა. ამ დღეს სასურველს ერთი ამოსუნთქვით მიაღწევთ. წარმატება გელოდებათ სამშენებლო და სარემონტო სფეროებში. ასევე, კარგი იქნება, თუკი ამ დღეს ჯანმრთელობასაც მიხედავთ.

კურო
ვარსკვლავები არ გირჩევენ ახალი საქმეების შუადღემდე წამოწყებას. ნუ ენდობით გარშემომყოფებს, გადაამოწმეთ ინფორმაცია, განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება. შეეცადეთ, საღამოს მეგობრები სასიამოვნო საქმიანობაში აიყოლიოთ.

ტყუპები
საკმაოდ წარმატებული დღე გელოდებათ, განსაკუთრებით, თუკი საქმიანობას და გეგმების შესრულებას დილიდანვე დაიწყებთ. იყავით ამბიციური და გამოავლინეთ ინიციატივები მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

კირჩხიბი
ეს დღე შესანიშნავია პროფესიული წარმატებებისთვის, ინფორმაციის, ახალი ცოდნისა და შთაბეჭდილებების მისაღებად. მიაქციეთ ყურადღება ლიტერატურას თქვენი პროფესიის შესახებ: მსგავს წიგნებში საკმაოდ ღირებულ და თანამედროვე რჩევებს იპოვით.

ლომი
ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა არცთუ ისე ცუდად განვითარდება, სამაგიეროდ, ერთი თანამშრომელი უკმაყოფილო იქნება, რაც კონფლიქტს გამოიწვევს, თუმცა, თქვენთან დიდხანს შეჭიდება გაუჭირდება. ძალიან ადვილად შეძლებთ საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას. ნუ შეგეპარებათ ეჭვი საკუთარ ძალებში, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული იყოთ. დაიცავით თქვენი ინტერესები.

ქალწული
უძრავ ქონებასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით მოეკიდოთ საკუთარ ხარჯებს. მიმდინარე პრობლემები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ. მათი რჩევა შედეგიანი და ეფექტიანი აღმოჩნდება.

სასწორი
ამ დღეს სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფიზიკური აქტიურობა და შეხვედრები დღის მეორე ნახევარში დაგეგმოთ. შეეცადე, დღე პოზიტიურად და ხალისიანად დაასრულოთ.

მორიელი
მუშაობა მეგობრულ კოლექტივში მოგიწევთ, შესაძლოა, ეს იყოს საქველმოქმედო ორგანიზაცია ან სახელმწიფო აპარატი. ვარსკვლავები არ გირჩევენ, ზედმეტ კონტაქტს თანამშრომლებთან, ეს შესაძლოა, თქვენს ძირითად დავალებაზე უარყოფითად აისახოს.

მშვილდოსანი
ამ დღეს ვალების დარიგების შესაძლებლობა მოგეცემათ, როგორც მატერიალური, ისე ენერგეტიკული. გარშემომყოფები სიამოვნებით დაგეხმარებიან. იყავით უფრო თამამი სურვილებში, იოცნებეთ შეუძლებელზე. რატომაც არა?

თხის რქა
სასიყვარულო და შემოქმედებითი განწყობა შეგექმნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღის მეორე ნახევარში მეტი დრო დაუთმოთ საქმიანი ურთიერთობის გაუმჯობესებას. არ გამოირიცხება შორეული მოგზაურობა ან მივლინება. შესაძლოა, სოლიდური კუში მოხსნათ, თუკი უშიშრად გარისკავთ და ვა-ბანკზე წახვალთ.

მერწყული
ბევრი სამუშაო გექნებათ. ყურადღება გაამახვილეთ პარტნიორულ ურთიერთობებსა და კონტრაქტებზე. არსებობს ალბათობა, რომ კარიერაში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოთ. თუმცა, რისკზე წასვლა მოგიწევთ. გამოიჩინეთ სტრატეგიული შესაძლებლობები.

თევზები
თქვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა განათლება, პედაგოგებთან ან ლექტორებთან კომუნიკაცია აღმოჩნდება. შეეცადეთ, სრულად მოიშოროთ ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი და ეჭვების გარეშე მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ.

Facebook Comments