5 ივნისის ჰოროსკოპ პროგნოზი

0
547
loading...
5 ივნისის ჰოროსკოპ პროგნოზი

ვერძი
თუკი შემოქმედებითად გააქტიურდებით, ყველაფერი გამოგივათ. შესანიშნავად აითვისებთ ახალ ცოდნას და ნებისმიერ საკვებს. ამ დღეს რეალობას შედარებით მძაფრად აღიქვამთ. რთულ და დაბნეულ სიტუაციებშიც კი შეძლებთ, იპოვოთ გამოსავალი. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად მოერიდოთ ცდუნებებს.

კურო
ეს დღე შესანიშნავია ურთიერთობებისთვის. ახალი ნაცნობები რაღაც უჩვეულოთი დაგაინტერესებენ. ხუმრობისა და მხიარულების დროს შესაძლოა, ყველაფერი დაივიწყოთ დედამიწის ზურგზე. იყავით გონიერი, დაგეგმეთ დრო, რათა ყველაფერი მოასწროთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლა ახლობლებს განსაკუთრებით სჭირდება თქვენი დახმარება.

ტყუპები
ამ დღეს ნებისმიერ უსიამოვნებას დააღწევთ თავს და შედეგად იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე დაკარგეთ. თანაც, გაძლიერდებით შინაგანად, მიიღებთ ახალ ცოდნას, უნარებს და თავდაჯერებული იქნებით. შეეცადეთ, საკუთარ მოვალეობებში დაინტერესება იპოვოთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, ამ დღეს უსიამოვნო მოვლენები გაგახსენდეთ. ნეგატიური ემოციები და სულიერი შფოთვა მოსვენებას დაგიკარგავთ. დაფიქრდით, რა გასწავლათ ამ უსიამოვნებებმა? გახდით უფრო კონტაქტური, ისწავლეთ საჭირო დროს გამოავლინოთ ხასიათი და შეინარჩუნოთ საკუთარი პოზიციები, გაკვეთილს შესანიშნავად ჩაუვლია. სწორედ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ საბოლოოდ.

ლომი
დღის განმავლობაში მოულოდნელ სიახლეს შეიტყობთ ან დაუპატიჟებელი სტუმრები გეწვევიან. ვალებთან, დაზღვევასთან ან კრედიტებთან დაკავშირებული საკითხები თქვენთვის კვლავ აქტიური იქნება. ადამიანები, რომლებზეც მატერიალურად ხართ დამოკიდებული, კვლავ შეგახსენებენ თავს. შეეცადეთ, მათთან ურთიერთობა მოაგვაროთ, დაიმსახუროთ ნდობა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგექმნებათ, რისთვისაც მზად არ ხართ.

ქალწული
ინტუიცია განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ, როგორც პირად საქმეებში, ისე კონტაქტებში, რაც თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ მეგობრულ და საქმიან ურთიერთობებზე კარგად დაფიქრდეთ. ცხოვრების გაუმჯობესების შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.

სასწორი
უჩვეულო ქმედებებისკენ ნებისმიერი ადამიანი გიბიძგებთ. საყვარელ ადამიანთან ყოველი პაემანი დაუვიწყარი იქნება თქვენთვის. სრულიად შესაძლებელია, რომ ბედისწერას აბსოლუტურად მოულოდნელ ადგილას შეხვდეთ. არ დაგავიწყდეთ, მუდმივად შეახსენოთ საყვარელ ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ ნაზი სიტყვებითა და საჩუქრებით.

მორიელი
ამ დღეს სრულ თავისუფლებას ვერ შეიგრძნობთ – შემოსავალს გასავალი გადაფარავს. ნუ გექნებათ მცირე წარმატებების იმედი. ზოგჯერ შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ უფსკრულის პირას დგახართ. ნუ აჰყვებით ემოციებს და იმუშავეთ, აუცილებლად გაგიმართლებთ.

მშვილდოსანი
პარტნიორებთან და ძველ სამსახურთან დაკავშირებულ წარსულში დაწყებულ პრობლემებს გადაწყვეტთ. აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები და თუკი მიხვდებით, რომ ფული გიმთავრდებათ ან არ გყოფნით, აუცილებლად განაგრძეთ მთელი ძალისხმევით მუშაობა, რათა მდგომარეობა გამოასწოროთ.

თხის რქა
ამ დღეს ყველაფრით დაკმაყოფილდებით. არ გამოირიცხება, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. თუკი ცხოვრების გზაზე თამამად ივლით, აუცილებლად დაჯილდოვდებით. სასურველია, შვებულება სახლთან ახლოს გაატაროთ.

მერწყული
თქვენი ცხოვრების წესის შეცვლა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ ორგანიზმს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ექიმთან, რათა მომდევნო რამდენიმე თვე მშვიდად იყოთ. მოგიწევთ გამოიმუშაოთ დღის განსაზღვრული რეჟიმი და მიეჩვიოთ სწორ კვებას.

თევზები
ამ დღეს საოცრად მიმზიდველი იქნებით. გადაწყვეტთ, გარდერობი განაახლოთ. უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ საკუთარ გარეგნობას. კარგი იქნება, თუკი კოსმეტიკურ პროცედურებზე ჩაეწერებით. ვარსკვლავები გირჩევენ, ალერგიის საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური ზომები მიიღოთ.

Facebook Comments