ბიოგრაფია გურამ გაბისკირიას შესახებ

0
730
loading...

center]ბიოგრაფია გურამ გაბისკირიას შესახებ[/center]

გურამ გაბისკირია

დაბადების თარიღი – 2 მარტი, 1947 წ. ქ. სოხუმი.
გარდაცვალების – 27 სექტემბერი, 1993 წ. ქ. სოხუმი.
უმაღლესი განათლება, სოხუმის „ცხუმის“ დამაარსებელი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
ქ. სოხუმის მერი – 1992 წლიდან.
აფხაზეთის ა. რ. თავდაცვის საბჭოს წევრი, სამხედრო წოდება პოლკოვნიკი.

დაიღუპა ქ. სოხუმის აღების დღეს. მტერმა შეიპყრო მინისტრთა საბჭოს შენობაში.
სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასალის I ხარისხის ორდენი.

გურამ გაბისკირია აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციების განხორციელებაში, როგორც ქ. სოხუმის მერი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრი. საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის 1993 წლის 15 მაისის ბრძანება N18 საფუძველზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს წევრებისა და რაიონების გამგეობის თავმჯდომარეებისათვის სამხედრო წოდება \”პოლკოვნიკი\”-ს მინიჭების შესახებ,
გურამ ნიკოლოზის ძე გაბისკირიას მინიჭებული ჰქონდა სამხედრო წოდება -პოლკოვნიკი.

აფხაზეთის ა.რ. თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის – ჟ. შარტავასთან ერთად გაბისკირია გ. ნ. ტყვედ იქნა აყვანილი აფხაზი სეპარატისტების მიერ. მისი თავდადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებისას, აფხაზეთის რეგიონში და გმირული მოქმედება ტყვეობაში აყვანის დროს სახალხოდ ცნობილია.

– დაიჩოქე და შეაგინე ქართველებს! – მიმართა გადამთიელმა ჟიული შარტავასთან ერთად დატყვევებულ მის თანამებრძოლს, სოხუმის მერს – გურამ გაბისკირიას.
– არასოდეს ცხოვრებაში! – იყო მერის პასუხი. მას მერე, იგი არავის უნახავს.

სოხუმის მერმა მარადისობაში გმირისა და ვაჟკაცის სახელით შეაბიჯა.

აღარასოდეს!… აღარასოდეს…
მე სიამაყით ვიხსენებ შენს ხმებს,
შენც დაიხსომე, გულო აბედო,
თუ სიკვდილია დე, მოკვდი ერთხელ,
ორჯერ სიკვდილი აღარ გაბედო!..
იქნებ მოხდეს და ფასობდეს ოქროდ,
თვით უკვდავებად იქნებ ფასობდეს, –
აღარ მოხდეს და არ დაიჩოქო,
არ დაიჩოქო აღარასოდეს!..
იქნებ პირისპირ სიკვდილსაც შეხვდე,
თვით სიკვდილშიაც კარგად გახსოვდეს,
თუ დაიჩოქე შენ თუნდაც ერთხელ,
სჯობს, არ წამოდგე აღარასოდეს!..
და რომც წამოდგე, ვის უნდა, აბა,
წამონაჩოქის სიტყვა და მტკიცი,
რომელსაც აზის მონობის დამღა
და სირცხვილისგან თვით მიწა იწვის?!
იქნებ სიკვდილსაც ვეღარ გადურჩე,
უკანასკნელად ჭვრეტდე ამ სოფელს,
აღარ წახვიდე, აღარ გაფუჭდე,
არ დაიჩოქო აღარასოდეს!..
როგორც ავაზა, ფიცხი, მოქნილი,
ეს საქართველოც ხომ გვახსოვს ოდეს?!..
დე, საქართველო წამოჩოქილი
აღარ გვენახოს აღარასოდეს!..
ვით გაფრთხილებას, ვიხსენებ შენს ხმებს,
შენც დაიხსომე, გულო ბებერო,
თუ სიკვდილია, დე, მოკვდი ერთხელ,
ორჯერ სიკვდილი არ გაგიბედონ.

Facebook Comments