აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს

0
615
loading...
აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს

რუსთაველის გამზირზე შეხლა-შემიხლა მოხდა.

დილის საათებში მოხდა ზვიად კუპრავას და კიდევ სამი პირის დაკავება, რომლებსაც წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად. შემდეგი მოვლენები კი განვითარდა ისე, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი „ნაციონალური მოძრაობის წევრების“ დაკავება მოხდა. დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლიტსაბჭოს და პარლამენტის წევრი – ნიკა მელია და საკრებულოს წევრი – ირაკლი ნადირაძე. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრი – თინათინ ბოკუჩავაც დააკავეს, მაგრამ ის მალევე გამოჩნდა რუსთაველზე და მან თქვა, რომ მისი გატაცება არ აცადეს მეგობრებმა.

რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია, კონკრეტულად კი პარლამენტის წინ გადაკეტილი გზა თავისუფალია. პოლიციამ კარვები გზიდან გაიტანა და შემდეგ მათი დაშლაც მოახდინა.

ამ დროისთვის რამდენიმე ათეული აქციის მონაწილეა რუსთაველზე. რაც შეეხება პოლიციელთა მოქმედებებს, ისინი უკვე მრავლად არიან პარლამენტთან.

Facebook Comments