ზაზა სარალიძე განცხადებას ავრცელებს

0
1193
loading...
ზაზა სარალიძე განცხადებას ავრცელებს

ზაზა სარალიძე:

„სოლიდარობის აქციები გაგრძელდება. შეძლებისდაგვარად, თავისუფალი როცა ვიქნები, აუცილებლად შევუერთდები ნებისმიერ ადგილზე. პოლიტიკოსებმა კი არა მთელმა საქართველომ უნდა გააგრძელოს ეს აქციები. ამაზე საუბარი უკვე მეტისმეტია. მე გამაპოლიტიზირეს, თითქოს პოლიტიკურ მოთხოვნებს ვაყენებდი და გახარიას მოქმედება არ იყო გადაცდომა? პირდაპირ მშვიდობიან მოქალაქეებზე რომ დაიწყო ზეწოლა და გაქრობა. გამოაცხადეს ტერორისტები შემოსულანო. ტერორისტები როგორ მოვიდნენ იმ აქციაზე, ამაზე პასუხს რატომ არ სცემენ? გუშინ უთქვამს შს მინისტრის მოადგილეს, რომ თურმე მე შემხვედრია და განმიმარტა სამართლებრივად კარვების აღება და მე დავთანხმებულვარ. სად შემხვდა? სად დამირეკა? რა სისულელეს ლაპარაკობს ეს ხალხი?! აღარ მოსწყინდათ ტყუილები?! ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წავიდეს ეს გამოძიება, რათა ყველა პოლიციელი იყოს დასჯილი. როგორც კი საჭიროება მოითხოვს ჩემს აქციაზე დაბრუნებას, მივატოვებ ყველაფერს და წავალ იმ წამსვე.\”

Facebook Comments