ინტერვიუ იური ღვინჯილიასთან. „ქართველი ხართ? მეგრელი ვარ!“

0
1653
loading...
ინტერვიუ იური ღვინჯილიასთან. „ქართველი ხართ? მეგრელი ვარ!“

როგორც იცით სამეგროლოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა იური ღვინჯილიამ, რომელსაც უამრავი ვიდეო მიმართვაც აქვს გავრცელებული ამ საკითხთან დაკავშირებით. გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ინტერვიუს.

– ყველას აინტერესებს, თუ სად ცხოვრობს და ამჟამად სად იმყოფება იური ღვინჯილია?

– ზუგდიდში.

– როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, თქვენ გამოაცხადეთ სამეგრელოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებას გააცანით დამოუკიდებლობის აქტი. რას გვეტყვით ამაზე და რამდენად საჭირო იყო ეს?

– სამეგრელო არის კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური, კულტურული, ისტორიული მემკვიდრე. სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსი იქნა გაუქმებული რუსეთის იმპერიის ოკუპაციის შედეგად.
აფხაზეთი და არა აფსუეთი იყო და არის კოლხეთ-სამეგრელოს ტერიტორია.
სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსის გაუქმებით დაიწყო ტერიტორიის ოკუპაციის რუსული გეგმა.
ჩვენი მიზანია არა აფსუეთის დაბრუნება, არამრდ \”აფხაზური პროექტის დაშლა\”.
გალი და ოჩამჩირე, ანუ საბედიო არის სამეგრელოს ისტორიული ტერიტორია და არს აფსუეთი. გადასახედია ადმინისტრაციული ტერიტორიის საზვრები. გალი და ოჩამჩირე უნდა მიუერთდეს სამეგრელოს რეგიონს.
სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსის აღდგენა ქმნის ახალ პოლიტიკურ რეალობას.

– როდის მიხვდით, რომ სამეგრელო დაოუკიდებელი სახელმწიფო უნდა გამხდარიყო?

– უკვე გიპასუხეთ, დამოუკიდებელ სახელმწიფოზე სად წერია.
ან კითხვა უნდა შეგეძლოთ ან მოსმენა.
სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსი გაუქმნდა რუსული ოკუპაციის შედეგად. ეს წინადადება გასაგები და მისაღები უნდა იყოს, თუ შენც არ ხარ იგივე რუდული პოლიტიკის გამტარებელი.
ჩვენი მიზანია აღდგენა იმისა, რაც იყო. რუსეთმა გააუქმა სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსი და მისი აღდგენის წინაამღდეგი, ასევე პრორუდული ქართული აგენტურა გამოდის. მაგალითად, საპატრიარქო ყველასათვის ცნობილია, რომ საპატრიარქო არის ფსბ-ს ბუნაგი.

– რაიმე სახის ორგანიზაცია თუ გაქვთ და რამდენ წევრს ითვლით?

– რამდენ ადამიანს უნდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა?
სამეგრელო არის პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი.
ჩვენი პრობლემა არის დაკარგული ტერიტორიების და დაბრუნება – ლაზეთი და აფხაზეთი.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია ენობრივი ტერიტორიის აღდგენით.
ლაზურ ენას აჭარაში, მეგრულ ენას სამეგრელოში და აფხაზეთში უნდა მიენიჭოს რევიონზლური ენის სტატუსი.

– ორგანიზაცია თუ გაქვთ?

– პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას ვაპირებთ. ორგანიზაცია იყო განათლების ცენტრი კოლხიდა, მაგრამ ეს ფორმა არ გამართლდა. საჭიროა პოლიტიკური ორგანიზაცია.

– რამდენი თანამოაზრე გყავთ?

– ტერიტორიის დაბრუნება და ლაზურ-მეგრული ენის გადარჩენა ყველას უნდა.

– ანუ ყველა მეგრელი თქვენი იდეური მხარდამჭერია?

– მე ვარ ამ იდეის მხარდამჭერი.

– კითხვაზე მიპასუხეთ, იდეოლულოგიურად ბევრი გიჭერთ მხარს?

– რაც გიპასუხე ის ჩაწერეთ. მე დაკითხვაზე არ ვარ.

– როგორია თქვენი ხედვა სამეგრელოს პოლიტიკური მოწყობის მხრივ?

– სამეგრელოს სრული თვითმართველობა, არანეკლები სტატუსი, რაც ჰქონდა აფხაზეთს, ან მომავალში ექნება.

– რომელ ქვეყნებს თვლით მტრად და მოძმედ?

– სამეგრელოს ერთი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მეორე თურქეთის, საქართველოში არის ძველი უვარგისი პოლიტიკური სისტემა.
სამეგრელოს მოკავშირე შეიძლება იყოს მხოლოდ საერთაშორიდო სამართლებრივი სისტემა.

– ნატოსთან და ევროკავშირთან თუ გეგმავთ თანამშრომლობას?

– ნატო არის სამხედრო ორგანიზაცია მე რა ფორმით უნდა ვითანამშრომლო.
ევროკავშირთან კი. ერთ-ერთი ჩვენი მიზანია რეგიონალური ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირება.

– სამეგრელოს ეკონომიკურ აღმავლობას რაში ხედავთ?

– ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ ზოგადი პოლიტიკური პრინციპი, სამეგრელოს ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური, ფინანსური, ბუნებრივი რესურსი ეკუთვნის სამეგრელოს ხალხს.

– გურულს, იმერელს და აჭარელს რას უწუნებთ?

– აჭარა არის ლაზეთი და შესაცვლელია ამ რეგიონის დასახელება. ეს უნდა იყოს ლაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. ლაზურ ენას კი რეგიონალური ენის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

– დამოუკიდებლობის შემთხვევაში, თუ გექნებათ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა და უვიზო მიმოსვლა?

– სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსით შეიცვლება თვითმართველობის სისტემა, ადმინისტრაციული საზღვარი მდ. კელასურამდე ჩაითვება სამეგრელოს ტერიტორიად, სანამ არ აღდგება სრული კონტროლი და არ მოხდება სრული დეოკუპაცია.
სამეგრელოში უნდა იყოს ეფექტური, თანამედროვე, დემოკრატიული, პოლიტიკური სისტემა.
მაგალითი და მიზიდულობის ცენტრი ლაზებისთვის და აფხაზებისთვის.

– არსებობს მოსაზრებები, რომ იური ღვინჯილია იმართება და ფინანსდება რუსეთიდან, ან თურქეთიდან.

– მოსაზრება ერთია და ფინანსები სად არის?
დაფინანსება ხომ უნდა ჩანდეს?
დაფინანსების გარდა უნდა იყოს პოლიტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა, სად არის ეს ყველაფერი?
რუსეთიდან დაფინანსება აქვს ყველას, ვინც მებრძვის მე. ყველა პრორუსული ძალა: საპატრიარქო, ა.ჭაჭიას მოძრაობა სამეგრელო.
როგორ ფიქრობთ რუსეთი დაუშვებს სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსის აღდგენას?
რუსეთმა გააუქმა ეს სტატუსი და ოკუპირებილუ აქვს სამეგრელოს ისტორიული ტერიტორია, სამეგრელოს პოლიტიკური სტატუსის აღდგენით რუსეთი კარგავს აფხაზეთის ტერიტორიას.

– თვილით თუ არა, რომ თქვენ ეროვნებით ხართ ქართველი.

– მა მარგალ ვორექ. (მე მეგრელი ვარ)

– ბევრმა არ ივის მეგრული და ქართულად მიპასუხეთ.

– ისწავლეთ თქვენი ძმების და დების ენა.

– სიამოვნებთ, მაგრამ კითხვაზე მიპასუხეთ.

– უკვე გიპასუხეთ. დაწერეთ რაც გიპასუხეთ.

– რა გაეწყობა, აღარ გკითხავთ.

– და ბოლოს, ხომ არ უნდა ველოდოთ ახლო მომავალში, რომ იური ღვინჯილია და თავის თანამოაზრეები რეფარენდუმის ჩატარებას მოითხოვენ – სამეგრელოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების მიზნით?

– დიახ, რეფერენდუმი არის ლეგიტიმაციის დადასტურება.

როგორ ხედავთ თითქმის ყველა კითხვას შეუსაბამო და არა თემატური პასუხი გასცა, ვნახოთ რა ღონისძიებას გაატარებს შესაბამისი უწყებები ამ პიროვნებასთან მიმართებაში.youtube|https://youtu.be/K9i9KDUi2-c

Facebook Comments