კადაფის დედის სამარხი ააფეთქეს

0
772
loading...

კადაფის დედის სამარხი ააფეთქეს

ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის დედის სამარხი ააფეთქეს. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Al Wasat-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აიშა კადაფის სამარხი ქალაქ სირთასთან მდებარეობს და ის უცნობმა პირებმა ააფეთქეს. ჩამოინგრა კარი და ფანჯრები. მანამდე კი ავიადარტყმის დროს დაზიანდა.

პორტალი აღნიშნავს, რომ კადაფის სანათესაოს სასაფლაოები, 2011 წელს ლიდერის მოკვლის შემდეგ შეურაცხყვეს. ოჯახის წევრების ნაშთები მიწიდან ამოიღეს და დაწვეს. თვითონ კადაფის ცხედარი ლიბიის უდაბნოში საიდუმლოდ დამარხეს.

მუამარ კადაფი ლიბიის დეფაქტო ლიდერი 1969-2011 წლებში იყო. ცნობილია როგორც „პოლკოვნიკი კადაფი“. 2011 წლის 20 ოქტომბერს, სამოქალაქო ომის დროს, ნატოს მხარდაჭერის მქონე მეამბოხეებმა ლიბიის ლიდერი მოკლეს.

Facebook Comments