ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და ნაურუს შორის \”გამარტივებული სავიზო მიმოსვლა\” იგეგმება

0
677
loading...
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონსა და ნაურუს შორის "გამარტივებული სავიზო მიმოსვლა" იგეგმება

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და ნაურუს პრეზიდენტმა ბარონ დივავეს ვაკამ ხელი მოაწერეს \”შეთანხმებას გამარტივებული სავიზო მიმოსვლის შესახებ.

\”ამიერიდან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები შეძლებენ, ნაურუს ვიზის გარეშე ეწვიონ და ქვეყანაში 90 დღის განმავლობაში დარჩნენ\”, – იუწყება დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და ნაურუს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც ნაურუმ, როგორც გაერო-ს წევრმა ქვეყანამ, ორგანიზაციაში \”სამხრეთ ოსეთის ინტერესების დაცვის\” ვალდებულება აიღო.

Facebook Comments